2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის კლასის დამრიგებლის ანგარიში


სსიპ თბილისის №11 საჯარო სკოლის I   კლასის
მასწავლებლის  თამარ ბერულაშვილის
ა ნ გ ა რ ი შ ი
       2019-20 სასწ. წლის  დასაწყისში I-ე კლასში სიით ირიცხებოდა 26 მოსწავლე,  მოვიდა -2, წავიდა 1 მოსწავლე. I სემესტრის ბოლოსთვის კლასში ირიცხება 27 მოსწავლე: მათ შორის 14  გოგონა და 13 ვაჟია. სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის 2 მოსწავლე, იძულებით გადაადგილებული  არის  2, სსსმ არ მყავს.
I სემესტრის გაცდენების რაოდენობა შეადგენს 841 საათს.   ყველა მათგანი არასაპატიოა
I-ე კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა ყველა მოსწავლემ აითვისა შესაძლებლობის მიხედვით .
წლის დასაწყისიდანვე ვცდილობდი რომ გაკვეთილზე გამომეყენებინა სხვადასხვა მეთოდები, ომ გაკვეთილები ყოფილიყო ხალისიანი, საინტერესო და ყველა მოსწავლე ჩამერთო მუშაობაშიმან საშუალება მომცა განმევითარებინა სხვადასხვა უნარები ( დაკავშირება, მოსმენა, შეფასება, წიგნზე მუშაობა, თვითშეფასება, საკუთარი თავის წარმოჩინება, დროის მართვა, წყვილებში მუშაობა, თანამშრომლობა, დაკვირვება, უსაფრთხოების დაცვა და . .)
წლის განმავლობაში ჩავატარე აღმზრდელობითი ხასიათის საუბრები თემებზე:
1.  ერთმანეთის გაცნობა, სკოლასთან შეგუება.
2.საკლასო წესების შემუშავება.  საუბარი -ეთიკა, ზრდილობა საკლასო გარემო.
3.პირადი ჰიგიენა, თავის მოვლის ჩვევები, ჯანსაღი კვება და სასარგებლო პროდუქტები. სპორტული აქტივობების მნიშვნელობა.
4.მოსწავლის და ზოგადად ადამიანის უფლებები და ვალდებულებები, პასუხისმგებლობის გრძნობა. დროის ყადრი, საათის დანიშნულება.
5. ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები, მათი მოგვარების გზები, კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა.
6. არა ძალადობას! - ბულინგისა და კიბერბულინგის საფრთხეები, მათი აღმოფხვრის გზები.   
7. ქუჩაში მოძრაობის წესები. სხავდასხვა საგზაო ნიშნების მნიშვნელობა, შუქნიშნის ფერები.პიროტექნიკის გამოყენებისას მოსალოდნელი საფრთხეები.
I სემესტრის განმავლობაში კლასში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
ლიტერატურულ თეატრში მოსწავლეები დაესწრნენ 2 წარმოდგენას.
მიზანი: მოსწავლე შეძლოს სპექტაკლების შინაარსის გაგება, თვალსაწიერის გაფართოება,     თეატრში ქცევის წესების უნარ-ჩვევების განვითარება
დეკემბრის თვეში  ვესტუმრეთ კინოსა და ხელოვნების სასახლეს. მოსწავლეები გაეცნენ
ახალი წლის ტრადიციებს საქართველოს კუთხეეების მიხედვით;
ჩავატარე საახალწლო ღონისძიება- „მხიარული ახალი წელი“.
 I სემესტრის განმავლობაში ჩატარდა დაგეგმილი მშობელთა კრებები.

                                                               I-ე  კლასის დამრიგებელი: თამარ ბერულაშვილი

Share:

საინტერესო

Powered by Blogger.

გამომწერები

ბოლო პოსტები