როცა პროფესიას ვირჩევდი, მასწავლებლობა გადაწყდა...ჰო, კი არ გადავწყვიტე, გადაწყდა...მიუხედავად იმისა, რომ
წლების შემდეგ მაინც გავხდი იურისტი,
ბედისწერა მაინც სულ სკოლის გარშემო მატრიალებდა. და ერთ დღესაც მივედი ერთ ძალიან მაგარ სკოლაში და ჩემი, ჩემი სურვილით მასწავლებლობა ვითხოვე. ისე, ბედისწერას ვაბრალებ და დედაჩემის როლი უფრო დიდია ამ საქმეში ვიდრე წერის😂
მას შემდეგ სწავლასა და სწავლებაში ვარ და მომწონს, მიხარია და ვამაყობ! არც ჩემი წინსვლისთვის შეუშლია ვინმეს ხელი და არც სითბო-სიყვარული მომკლებია ბავშვებისგან...

მასწავლებელი არც გმირია და არც ეშაფოტზე ასაყვანი...ის არის ადამიანი, რომელიც რუტინადქცეულ საყვარელ საქმეს მეტ ხიბლსა და ხალისს სძენს.
პროფესიულ დღეს გილოცავთ, კოლეგებო!
ნაყოფიერ და საინტერესო წლებს გისურვებთ!💙💚💛
დაწყებითი კლასის პედაგოგი თამარ ბერულაშვილი

No comments:
Post a Comment